ზოგიერთ თხევად საწვავში შესაბამისი ევროდირექტივის საფუძველზე გოგირდის შემცველობის ზღვრები დაწესდება

19/07/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული გოგირდის ზღვრული შემცველობის დაცვის უზრუნველყოფისთვის მონიტორინგის სისტემის გამართვის ხელშეწყობის მიზნით, ენერგეტიკული გაერთიანების მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საწვავის წვის შედეგად გოგირდის ორჟანგის გაფრქვევების შემცირების მიზნით ზოგიერთ თხევად საწვავში (მაზუთი, გაზოილი, საზღვაო საწვავი) შესაბამისი ევროდირექტივის საფუძველზე დაწესდება გოგირდის შემცველობის ზღვრები. აღნიშნული ზღვრების დადგენა და მათი დაცვა გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების და ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებით. მიმდინარე წლის 25 მაისს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი „ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ“.
შეხვედრაში მონაწილეობა საერთაშორისო ექსპერტებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0