ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამჯერად სამუშაოები თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარის დაგება ხდება. მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში ობიექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ დაათვალიერეს. 2019 წელს ზუგდიდში 12 მრავალბინიანი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობა მოხდა რასაც 1,3 მილიონი ლარი მოხმარდა. პროექტის ფარგლებში მეწყო ბორდიურები, წყალსაწრეტები, გაზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ელექტრო სისტემა და გარე განათება. ასევე 6 ლოკაციაზე მოეწყო საბავშვო მოედნები. შიდა ეზოებისა და საბავშვო მოედნების მოწყობა, მომავალ წელსაც მოხდება და მას 2 მილიონამდე ლარი მოხმარდება.

Visited 80 times, 1 visit(s) today