ორსანტიასა და დარჩელის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

იწყება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიასა და დარჩელის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის (ორსანტიის ასფალტირებული გზიდან დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 4128 მეტრი.
პროექტის ღირებულება 2 249 946.00 ლარი
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია სანიაღვრეების, მიერთებისა და ეზოში შესასვლელის მოწყობა,
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Visited 147 times, 1 visit(s) today