ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიით შედეგად დაზიანებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ირაკლი ჯიქია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიით შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს. გუბერნატორის მოადგილე, ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელ ირაკლი თოფურიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლის – რუხისა და ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს ესტუმრა და აქტიურად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სოფელ რუხის ე.წ. “მე-8 ატეკისა” და სოფელ ოქტომბრის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს სახურავები მთლიანად გადახადა. შენობების აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

Visited 96 times, 1 visit(s) today