ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება

23/08/2017

ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,კეთილმოწყობის ცენტრი“ 48 ადმინისტრაციულ ერთეულში სხვდასხვა სახის სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.
აღდგა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე არხებს 3537 გრძივ მეტრამდე. ჩატარდა მდინარეთა ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა-რებილიტაცია 2450 გრძივ მეტრამდე. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სისტემატურად ხდება მწვანე საფარის გაწმენდა და ტერიტორიის მოსწორებითი სამუშაოები. 13 ადმინისტრაციულ ერთეულში მოიჭრა ავარიულ მდგომერეობაში მყოფი ხეები და საშეშად დამზადდა 91, 901 მ3. საშეშე მერქანი გადაეცა 91 სოციალურად დაუცველ ოჯახს. განხორციელდა ხეების გასხვლა-გადაბელვითი და კირით შეთეთრების სამუშაოები. გარე-განათების ქსელის შეუფერხებელი და გამართული მუშაობისთვის სისტემატურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქსელის აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოები. დამონტაჟდა ჭაბურღილის ტუმბოები ჭკადუაშის, ბაშისა და ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში კი საკანალიზაციო ტუმბო შეიცვალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0