ზუგდიდმა დრიფტის სერიებს უკვე მეორედ უმასპინძლა

22/08/2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდში, Leaderbet Racing Season 2023-ის ფარგლებში საქართველოს დრიფტის სერიების მე-4 ეტაპი გაიმართა. დრიფტში ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები იღებდნენ მონაწილეობას. დრიფტის სერიების მე-4 ეტაპის გამარჯვებული მევლუდ მელაძე გახდა, მეორე ადგილი დათი ჭეიშვილმა, ხოლო მესამე ადგილი ალექსანდრე ხეროდინაშვილმა მოიპოვეს. გამარჯვებულებს პრიზები ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ გადასცა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეატის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ვერავა, დავით კუხალეიშვილი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ. ზუგდიდმა დრიფტის სერიებს უკვე მეორედ უმასპინძლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0