ზუგდიდში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ყრილობა გაიმართა

05/12/2017

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ზუგდიდში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ყრილობა გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო-სვანეთის მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ოპოზიური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ყრილობაზე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი აირჩიეს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წარმოადგენს არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკური ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს.
ასოციაციის მიზანია, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0