ზუგდიდში ახალი საწარმო გაიხსნა

03/10/2017

ზუგდიდში,მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებების ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული. წარმოებული პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. ახალი საწარმოს გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, ქალაქ ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გია გულორდავა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია ესწრებოდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საწარმო დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0