ზუგდიდში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინერეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდში გზების რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი გზის დაგების პროცესს სარაჯიშვილის, სამეგრელოს, მელიქიშვილის და ჭანტურიას ქუჩებზე ზუგდიდის ახლადარჩეული მერი გიორგი შენგელია გაეცნო. ზუგდიდში წელს 10 ქუჩის ხელახლა მშენებლობა და 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია ხდება. გიორგი შენგელიას განცხადებით, 2021 წლამდე – მისი მერობის პერიოდში ყველა პრობლემურ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

“ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება, ამ წუთას ავტოსადგურის უბანში, რამოდენიმე ქუჩაზე ასფალტის დაგება მიმდინარეობს. დღეს უპრეცედენტოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა, ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ზუგდიდის თითოეული ქუჩის რეაბილიტაცია არ მოხდება, როგორც ჩემი წინა საარჩევნო კამპანიის დროს მქონდა გაჟღერებული 2021 წლამდე ზუგდიდში ყველა ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში გზების პრობლემა წყლისა და წყალარინების დაქსელვითმა სამუშაოებმა გამოიწვია, ქალაქში მანამდე ცენტრალიზებული მიწისქვეშა სისტემა არ არსებობდა.

Visited 137 times, 1 visit(s) today