ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გალა კონცერტი გაიმართა

27/05/2019

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გალა კონცერტი გაიმართა და ადგილობრივებს ქვეყნის დამოუკიდებლობა ფოიერვერკით მიულოცეს. რის შემდეგაც 26 მაისის საზეიმო განწყობაზე საზრუნავად სცენა ტექნო მუსიკის შემსრულებლებს დაეთმოთ. თავისუფლების მოედანზე ზუგდიდელებს – რეზო და ბავშვებმა, ნიკოლშოუმ, ელენე ფოჩხუამ, ჯგუფმა ვაკის პარკმა და ნათია თოდუამ უმღერეს. დასკვნით ღონისძიებაზე ზუგდიდელებს ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მიმართეს და მათ კიდევ ერთხელ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიებები ზუგდიდელებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესთავაზა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0