ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ

15/07/2016

ვლაქერნობის დღესასწაულს, წმინდა კვართის დიდებით დასვენებას ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, დღეს სრულიად საქართველოს მხედრობა და სამღვდელოება ესწრება. კვართის დაბრძანების სადღესასწაულო წირვა -ლოცვას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, მხარის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან. ამ დღესთან დაკავშირებით მორწმუნეები ზუგდიდში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0