მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პირველად, ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, “თაფლის ფესტივალი” გაიმართა. ფესტივალი 11 საათზე დაიწყო და მასში ადგილობრივი თაფლის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას. ადგილზე მისულ სტუმრებს, თაფლის და თაფლისგან წარმოებული რამდენიმე სახეობის პროდუქციის შეძენა განსაკუთრებულად დაბალ ფასებში შეუძლიათ. ფესტივალის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და თაფლის წარმოების, როგორც დარგობრივი მიმართულების პოპულარიზაციაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ფესტივალი გიგი ადამაშვილის კონცერტით დაიხურება.
Visited 186 times, 1 visit(s) today