ზუგდიდში „კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი ცენტრი გაიხსნა

16/08/2021

ზუგდიდში „კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი ცენტრი გაიხსნა. მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინის გაკეთება სურთ, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ იმუნიზაცია (მისამართი: ზუგდიდი რუსთაველის 89, სასტუმრო „ოდიშის“ ყოფილი შენობა). ცენტრი აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა საჭირო და სავალდებულო მოთხოვნით. ვაქცინაციის პროცესში ჩართული არიან სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო ჯგუფები. მოქალაქეები იცრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით. ვაქცინაციის ახალი ცენტრის ფუნქციონირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0