ზუგდიდში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია

15/02/2023

პროგრამა “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქალაქ ზუგდიდში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია. განახლდა ზუგდიდის ცენტრალური მოედანი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 შენობას. მიმდინარეობს ბულვარში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია.
„განახლებული რეგიონების“ პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0