ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშოები გრძელდება

06/11/2020

ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშოები გრძელდება. გზები რეაბილიტირდება როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში. ახალი გზა ერთმანეთთან რუხსა და ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულებს აკავშირებს.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. გზები მოეწყო თოდუას და საავადმყოფოს ქუჩებზე. ასევე, მიმდინარეობს მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრის მშენებლობა. რუხშივე შენდება ფეხბურთის აკადემია და მიმდინარეობს მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0