ზუგდიდში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

06/10/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა 27 სახლს აშენებს. აქედან 25 სახლის მშენებლობა უკვე დაწყებულია, წლის ბოლომდე კი დამატებით 2 სახლის მშენებლობა იგეგმება.
საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი გამგეობის სოციალურ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა ჭკადუაშში, ურთაში, ცაიშში, ცაცხვსა და ჭითაწყარში დაათვალიერეს.
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, მუნიციპალიტეტის გამგეობის ექსკლუზიური პროექტია, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0