ზუგდიდში უახლოეს პერიოდში აწარმოე საქართველოს ოფისი გაიხსნება

13/04/2023

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილეს ირაკლი გაბრიაძეს და რეგიონალურო საკონსულტაციო ჰაბების საოპერაციო მენეჯერს ლერი ჭიჭინაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები განიხილეს, ისაუბრეს „აწარმოე საქართველოში“ მიკროგრანტების გამოცხადებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის, მუნიციპალიტეტებსა და მათ სოფლებში მაქსიმალურად გავრცელებაზე. ასევე შეეხნენ “აწარმოე საქართველოში” ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრის კონცეფციას და ცენტრის სამომავლო გეგმებს. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში უახლოეს პერიოდში აწარმოე საქართველოს ოფისი გაიხსნება. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, ოფისს ექნება სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის საინფორმაციო, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო. დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, სრულყოფილად მიიღონ ყველა სერვისი რომელიც გრანტებს უკავშირდება. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება. ცნობისთვის მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამებით მხოლოდ 2022 წელს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში დაფინანსდა 188 ბიზნეს იდეა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული კოორდინირების სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსები და „აწარმოე საქართველოს” ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0