ზუგდიდში 21 საბავშვო ბაღი კეთილმოეწყო

27/09/2017

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს სოციალური პროექტის განხორციელების მიზნით, გრანტებს გადასცემს. პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 21 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა. პროექტის ფარგლებში, კონკრეტულ საბავშვო ბაღებში მოეწყო ეზოს სათამაშოები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო სამზარეულოები და საძინებელი ოთახები, ბაღები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით. ბაღების კეთილმოსაწყობად გახარჯულმა თანხამ 174 940 ლარი შეადგინა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტის გათვალისწინებით მათი საარსებო წყაროების დაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით ახორციელებენ შემდეგი ორგანიზაციები: გაეროს სურსათის სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან არსებული სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“, „ფონდი ტასო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯე“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0