ზურაბ აზარაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ისაუბრეს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში საქართველოდან ისრაელში წასული პაციენტების მკურნალობაზე, გადაუდებელი მდგომარეობის დროს ეფექტიანი დახმარების სისტემის დანერგვასა და საქართველოში მაღალტექნოლოგიური ჩარევების დანერგვისთვის ადამიანური რესურსების გადამზადების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისრაელი აქტიურად დაეხმარება საქართველოს, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის მოწყობასა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში. განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში, შრომის ბაზრის სხვადასხვა სექტორში, საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის საკითხიც. ისრაელის ახლად დანიშნულმა ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

Visited 22 times, 1 visit(s) today