ზურაბ ალავიძემ თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა დაათვალიერა

22/01/2018

თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. 119 მილიონიანი პროექტი ითვალისწინებს, ყველაზე რთული 7 – კილომეტრამდე მონაკვეთის მშენებლობას. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან გაგი ბუაძესთანე ერთად გაეცნო. მინისტრმა პროექტის მიმდიანრეობის ტემპი და მუშაობის ხარისხი შეამოწმა.
თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის სამივე მონაკვეთის მთლიანი სიგრძე 17 კმ-ზე მეტია. ამჟამად მიმდინარეობს მეორე მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნული გზა მეზობელი აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს მგზავრობას.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და 2019 წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0