ზურაბ ალავიძემ საირხისა და ჭორვილის სასმელი წყლის სისტემის რეზერვუარის მოწყობის პროცესი დაათვალიერა

19/10/2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სოფელ ჭორვილაში საირხისა და ჭორვილის სასმელი წყლის სისტემის ერთ-ერთი რეზერვუარის მოწყობის პროცესი დაათვალიერა.
მინისტრმა იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მალხაზ ბაზაძესა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან თამაზ ნადირაძესთან ერთად სისტემის პროექტი განიხილა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მის სარგებლიანობაზე ისაუბრა.
აღნიშნული პროექტით სოფელ ბაჯითისა და სარეკის 820 ოჯახი, ხოლო სოფელ საირხისა და ჭორვილის 1 700 ოჯახი ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “მშენებელი 80” ასრულებს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი აღნიშნულმა კომპანიამ 10 250 000 ლარად მოიგო. სამუშაოს ხანგრძლივობა 540 დღეს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0