ზურაბ ალავიძემ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

29/11/2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად, ,,თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში, სომხეთის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრს ვაჰან მარტიროსიანს შეხვდა.
ზურაბ ალავიძემ უცხოელ კოლეგას სხვადასხვა სექტორში დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გააცნო და ისაუბრა ქართულ-სომხური სამშენებლო კომპანიების წარმატებულ თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ზურაბ ალავიძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სივრცით მოწყობასა და ამ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებულ თანამშრომლობაზეც.
მინისტრმა ვან მარტიროსიანს საქართველოს მთავრობის სახელით, ბორჯომში სტიქიის დროს სომხეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0