ზურაბ ალავიძე ანაკლიის პორტის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. ‘’დარწმუნებული ვარ ეს პორტი მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი რამდენჯერმე გავზარდოთ. ღრმაწლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტია, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ისტორიულ აბრეშუმის გზაზე’’.
პროექტი სულ 9 ფაზისგან შედგება და 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვაზეა გათვლილი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

Visited 197 times, 1 visit(s) today