ზურაბ ალავიძე გუდაურში ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო

18/02/2017

გუდაურში ტურიზმის განვითარებისთვის, წლის ბოლოს გუდაური 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ზამთრის კურორტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე იმყოფებოდა.
„აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, წყალმომარაგების სისტემის სრულ რეაბილიტაციას ახდენს“ – განაცხადა მინისტრმა. მინისტრი,ზურაბ ალავიძე გუდაურში ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო და დამსვენებლებთან ერთად ისრიალა. მინისტრმა სათხილამურო ტრასებზე არსებული ვითარებაც შეამოწმა და კურორტზე დაწესებული უსაფრთხოების ზომებით დაინტერესდა. ზურაბ ალავიძის განცხადებით, გუდაურში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები პრიორიტეტულია და ყველა სამუშაო განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0