ზურაბ ალავიძე კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

22/02/2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროექტების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ორგანიზებით, შეხვედრა სასტუმრო რედისონში გაიმართა.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, გზებზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები ყოველდღიური მონიტორინგის ქვეშაა. მინისტრმა და კომპანიების წარმომადგენლებმა სამუშაო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებზე და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ამ დროისთვის 54 სამშენებლო- სარეაბილიტაციო პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი კი – საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით 86 პროექტს ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0