ზურაბ ალავიძე საქართველოში შვეიცარიის ელჩს შეხვდა

23/02/2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა საქართველოში შვეიცარიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს, ლუკას ბეგლინგერს შეხვდანენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ელჩი მინისტრის ხედვითა და სამინისტროს პრიორიტეტებით დაინტერესდა, ისაუბრეს იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
ლუკას ბეგლინგერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვეიცარიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0