ზურაბ ალავიძე სურამში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

17/06/2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურამში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.
სტიქიამ დაბა სურამში საცხოვრებელი სახლები დატბორა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად,მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო. ნიაღვარმა ბაიანთხევის მოსახლეობა დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ნაპირსამაგრები მოშალა. მინისტრმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და დაპირდა, რომ ბაიანთხევის შიდა გზისა და წყალმომარაგების პრობლემები უმოკლეს ვადებში მოგვარდება. შესაბამისი სამსახურები მესამე დღეა სალიკვიდაციო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებენ. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე გამოიყო

Tweet about this on TwitterShare on Facebook0