რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ტყიბულში იმყოფებოდა. მინისტრმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილესთან, გიორგი ჭიღვარიასთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რობიზონ გვენეტაძესთან ერთად სპორტის სასახლე დაათვალიერა. რობიზონ გვენეტაძე მინისტრს თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული ნაგებობის მნიშვნელობასა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პრეოქტებზე ესაუბრა და ამ მიმართულებით მომავალი გეგმები გააცნო. ზურაბ ალავიძემ ხაზი გაუსვა რეგიონული და მუნიციპალიური განვითარების ფონდებიდან დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას და მუნიციპალიტეტს ხელშეწყობას დაჰპირდა. სპორტის სასახლე რომელიც გსულ წელს გაიხსნა, რეგიონული ფონდის დაფინანსებული პროექტია და შესაბამისი სპორტული ინვენტარით მისი აღჭურვა მიმდინარე წელს იგეგმება.