ზურაბ კუპატაძემ ჭიათურაში სამგზავრო საბაგიროების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

18/03/2017

ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ ჭიათურაში სამგზავრო საბაგიროების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის პირველი პირი ცენტრალურ, ნაგუთის, ლეჟუბნისა და ე.წ სანატორიუმის მშენებარე სადგურებზე იმყოფებოდა. ზურაბ კუპატაძე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მშენებლებსაც გაესაუბრა. მშენებელი კომპანია ,,დაგის” მშენებლის განცხადებით, არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრა, რომელიც მკაცრი ზამთრის პირობებმა წარმოშვა, ეტაპობრივად ხორციელდება.
ცენტრალურ სადგური – მიმდინარეობს საძირკველის ჩასხმის სამუშაოები. როგორც ბაგირგზების დირექტორმა რამაზ ყიფშიძემ გამგებელს განუცხადა, სამუშაოები უწყვეტ რეჯიმში, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
ნაგუთის სადგური – სრულდება მიწის ამოღებისა და გატანის სამუშაოები. მიმდინარეობს მასალების შეტანა. უახლოეს პერიოდში დაიწყება საძირკვლის ჩასხმის სამუშაოები.
ლეჟუბნის სადგური – დასრულდა საძირკვლის (ე.წ პირველი სართული) მშენებლობა. სადგურზე აპრილის შუა პერიოდამდე საერთოდ დასრულდება ბეტონით გათვალისწინებული სამუშაოები.
სანატორიუმის სადგური – მიმდინარე კვირაში დასრულდა საძირკვლის ჩასხმა. კომპანია დაგის სპეციალისტების მიერ აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0