ზურაბ ნასარაიამ ხანდაზმულებს ახალი წელი მიულოცა

02/01/2020

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოჯახთან და მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ანასეულის „ხანდაზმულთა სახლს“ ეწვია. ზურაბ ნასარაიამ ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

„თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი თანადგომა და ყურადღება სჭირდება. გილოცავთ ახალ წელს, მინდა ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ, მრავალს დაესწარით”- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ბაზაზე არსებულ ხანდაზმულთა სახლში ამჟამად 15 ბენეფიციარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0