ზურაბ ნასარაია, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მოწვეული სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისთვის, პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იქნა 2020 წელს გურიის რეგიონში, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„ შეხვედრაზე მყოფი კომპანიები ძირითადად რეგიონში ოპერირებენ და სხვადასხვა პროექტი აქვთ განხორციელებული. მსგავსი სახის შეხვედრები მათ საშუალებას მისცემს, გაეცნონ დაგეგმილ სამუშაოებს და დაინტერესების შემთხვევაში, მიიღონ მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან კოორდინირებული მუშაობა“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

Visited 58 times, 1 visit(s) today