ზურაბ ნასარაია, ლიეტუვას ქალაქ ალიტუსის დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლიეტუვას ქალაქ ალიტუსის მუნიციპალიტეტსა და ოზურგეთს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი პროექტები და გაცვლითი ვიზიტები ხორციელდება.
„ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პერსპექტივები და გამოცდილების გაზიარება ალიტუსის მუნიციპალიტეტის მაგალითზე“ – ახალი პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში, ალიტუსის 7 კაციანი დელეგაცია იმყოფება.
დღეს, ალიტუსის მერი ალგირდას ვრუბლიაუსკასი, დელეგაციასთან ერთად, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას, რწმუნებულის მოადგილეებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
ალიტუსსა და ოზურგეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2015 წელს გაფორმდა. ამ დროის განმავლობაში, მხარეებმა რამდენიმე ერთობლივი პროექტები: „აქტიური ადგილობრივი მოქმედების ჯგუფები – ალიტუსის რაიონის გამოცდილების გადაცემა ოზურგეთისთვის,“ „სოციალური დახმარების მოდელები ოზურგეთისა და ალიტუსის მუნიციპალიტეტებისთვის,“ და „ტურიზმის განვითარება და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება“ განახორციელეს.

Visited 113 times, 1 visit(s) today