ზურაბ ნასარაია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდა.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდა. გუბერნატორმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

„ ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, სადაც უშუალოდ ვეცნობი არსებულ მდგომარეობას. ნასაკირალის მაცხოვრებლებთან ვიმსჯელეთ დაბისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროექტებზე. ადგილობრივებმა დახმარების გაწევა ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხების ირგვლივ მთხოვეს. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში თითოეულ ადამიანს შესაბამის დახმარებას გავუწევ“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

Visited 210 times, 1 visit(s) today