ზურაბ ნასარაია, საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილე გია ებრალიძესთან ერთად, საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებს ზურაბ ნასარაიამ რეგიონში დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტების მიმდინარეობა გააცნო. ყურადღება გაამახვილა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე და მავნებლის წინააღმდეგ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს ტურიზმზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე. მიმოიხილეს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეგიონში არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
საზოგადოებრივი საბჭო არის რწმუნებულთან შექმნილი სათათბირო ორგანო. საბჭოს წევრების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია პრობლემური საკითხების მოძიება, დამუშავება და რეკომენდაციების სახით მიწოდება გახლავთ, რომელთა გათვალისწინებაც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. აღნიშნული საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება.

Visited 103 times, 1 visit(s) today