ზურაბ ნასარაია, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

20/03/2019

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კონსტანტინე ამირეჯიბს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შეხვედრას დაესწრნენ რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ლაშა ჭელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0