ზურაბ პატარაძემ ადგილობრივ მოსახლეობას ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე წარუდგინა

15/09/2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადაგინეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან გია ვოლსკისთან, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოოსთან, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატებთან საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში ილია ნაკაშიძესთან და მერაბ კარანაძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე წარუდგინა. ზურაბ პატარაძის თქმით, ჯუმბერ ვარდმანიძე კარგად იცნობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, არსებულ პოტენციალს და გამოწვევებს, რაც დაეხმარება მას განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება ხელვაჩაურის უკეთესი მომავლისა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის.
ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მერობის კანდიდატად წარდგენამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. ასევე აქვს ბათუმის საზღვაო აკადემიაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება. პროფესორი ჯუმბერ ვარდმანიძე 2005-2014 წლებში აკადემიის ხარისხის სამსახურის უფროსისა და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობებზეც მუშაობდა. 1992 წელს მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამათავრა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ხელვაჩაურში შეკრებულ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ასევე მერობის კანდიდატმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და მათ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დასახელებული ხელვაჩაურის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები გააცნო. ხელვაჩაურში ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: შარაბიძეები – დავით სამნიძე, მახინჯაური – თამაზ ბერიძე, ორთაბათუმი – ბადრი ცინცქილაძე, ახალშენი – მინდია დიასამიძე, ფერია – ჯემალ მუსხაჯბა, ახალსოფელი – ჯამბულ თავართქილაძე, სარფი – ივერი ვანიძე, თხილნარი – მინდია დიდმანიძე, აჭარისწყალი – ვახტანგ დიასამიძე, კირნათი – ლეილა კახაბერიძე, მაჭახელა – მალხაზ სალვარიძე.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0