ზურაბ პატარაძემ ახალი მინისტრები წარადგინა

19/07/2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებით, მინისტრთა ახალ კაბინეტში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, რამაზ ბოლქვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის კი, ლაშა კომახიძემ, ჩაიბარა. ამ თანამდებობებზე, კომახიძემ, ზაურ ფუტკარაძე შეცვალა. ხოლო ბოლქვაძემ, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდა, დავით ბალაძე ჩაანაცვლა. რამაზ ბოლქვაძე დღემდე, ამავე უწყებაში, მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მინისტრების პორტფელს შეინარჩუნებენ მთავრობის ახალ შემადგენლობაში-განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნუგზარ სურმანიძე. პატარაძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობა, წარმატებული იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0