ზურაბ პატარაძემ ახალი სასტუმრო “Best Western Plus Batumi” გახსნა

23/07/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “Best Western Plus Batumi” გახსნა. 6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ახალი სასტუმროსთვის 5,000,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მშენებლობაზე 100 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო დღეიდან 40-მდე ადგილობრივი კადრი დასაქმებდა. შენობაში განთავსებულია 50 სასტუმრო ნომერი, ლობი ლაუნჯი, კაფე ‘Terrace 7 Bar’ სასტუმროს ტერასაზე, საკონფერენციო დარბაზი და ღია აუზი. „დღეს ჩვენ ერთად ვზეიმობთ კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს ბათუმში. ძალიან მიხარია, რომ მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნა. Best Western Plus-ი გემოვნებით შესრულებული ინფრასტრუქტურაა. მინდა მივულცო ყველას. ჩვენ ყოველკვირეულად ვხსნით სხვადასხვა სასტუმროს და ობიექტს. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. “Best Western Hotels & Resorts მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე დიდ საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს, რომელიც 4200-მდე კერძოდ ოპერირებულ სასტუმროს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0