ზურაბ პატარაძემ კურორტ გოდერძზე სასტუმროს მშენებლობა დაათვალიერა

07/08/2017

კურორტ გოდერძზე ახალი სასტუმროების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად სასტუმრო “რამადას” სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული სასტუმროს მშენებლობისთვის 25 მილიონი ლარი დაიხარჯება. სასტუმრო 100 ნომერს მოიცავს და მისი მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0