ზურაბ პატარაძემ მუსლიმან მრევლს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

01/09/2017

დღეს მსოფლიოს მუსლიმანური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. აჭარის მთავრობის თავმჯდმარემ ზურაბ პატარაძემ ეს დღე აჭარაში მცხოვრებ მუსლიმან მრევლს ბათუმის მეჩეთიდან მიულოცა. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. “მთელი გულით ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს! განსაკუთრებულად მინდა მივულოცო აჭარაში მცხოვრებ მუსლიმან ძმებს. ეს არის სიყვარულის, მიტევების და სიკეთის დღესასწაული. მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა, სიყვარული და წარმატებები! “- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0