ზურაბ პატარაძემ შშმ სტატუსის მქონე მეომრები მოინახულა

08/08/2017

ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული შშმ სტატუსის მეომრები – მალხაზ მელაძე და ხვიჩა შაქარიშვილი მოინახულეს და სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3000 – 3000 ლარი გადასცეს. მალხაზ მელაძესა და ხვიჩა შაქარიშვილს აჭარის მთავრობამ, 2015 წელს, საკუთრებაში საცხოვრებელი ბინებიც გადასცა. აჭარის მთავრობა, სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე შშმ მეომრებს ფულად დახმარებას წელს პირველად უწევს. ვეტერანთა საბჭოსა და მეომართა მომართვის სამუძველზე უწყებამ პროგრამაში ცვლილება განახორციელა და ამიერიდან დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებთან ერთად ფულად დახმარებას ომის მონაწილე 3 შშმ სტატუსის მქონე ვეტერანიც მიიღებს. 2017 წელს, „2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის“ ბიუჯეტი 92 000 ლარს შედგენს. ამავე პროგრამის ფარგლებში, 8 აგვისტოს, 3000-3000 ლარს, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული 20 მეომრის ოჯახი მიიღებს. დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით 1000-1000 ლარი დაღუპული მეომრების 23 დედასა და მეუღლეს გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0