ზურაბ პატარაძე აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა

01/09/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს იმ ოჯახებს შეხვდა, რომლებიც 16 აგვისტოს გენერალ ა.აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალდნენ. ზურაბ პატარაძე ადგილზე აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ზურაბ პატარაძემ მათთან საუბრისას აღნიშნა, აჭარის მთავრობამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გამოძიების დასრულებამდე დაზარალებულებს დახმარება შესთავაზა. სულ მალე დაიწყება დანგრეული სახლების დემონტაჟი და დაზარალებულთა საჭიროების მიხედვით ახალი სახლების მშენებლობა ან სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0