ზურაბ პატარაძე ბულვარში ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალს დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმის ბულვარის კოლონადებთან დღეს საღამოს ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან და ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად დაესწრო. ტურისტების სიმრავლით გამორჩეულ ზღვისპირა ბულვარში ბათუმში მცხოვრები 7 ქვეყნის წარმომადგენლები ტრადიციული სამოსით, ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კერძებით წარსდგნენ. ასევე გამოიფინა ფოტოები და ხელნაკეთი ნივთები. ზურაბ პატარაძემ აღნიშნული ფესტივალი დადებით სიახლედ შეაფასა, მისი თქმით, მულტიკულტურული ბათუმი არის ის სიმდიდრე, რომლითაც ამაყობს ჩვენი რეგიონი: “სწორედ ასეთი მრავალფეროვანი ბათუმი და მსგავსი კულტურული ღონისძიებები უწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას, რაც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პრიორიტეტია”.

Visited 135 times, 1 visit(s) today