ზურაბ პატარაძე და გია სალუქვაძე ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდნენ

08/04/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბა ნასაკირალის მცხოვრებლებს შეხვდნენ და აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტი ადგილობრივებისგან საჭიროებების შესახებ ინფრომაცია მოისმინეს. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება ეკომიგრანტების პრობლემების მიმართ გამოიჩინა. თავის მხრივ, მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიან აჭარაში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც რეგიონის ყველა მოქალაქეს უფრო მეტ კეთილდღეობას და ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს. მოსახლეობასთან შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0