ზურაბ პატარაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე, რაგბში სპორტული შეკრებებისა და ღონისძიებების ხელშეწყობაზე. რაგბის კავშირის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ აჭარის რეგიონი გამოირჩევა როგორც რაგბის მიმართულებით არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ისე ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა რაგბისტებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა ყველა არსებული რესურსით მაქსიმალურად იქნეს მხარდაჭერილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა. მისი თქმით, ფონდი „ქართუს“ დახმარებით, დღეს რეგიონს გააჩნია უდიდესი პოტენციალი გაიმართოს მაღალი დონის შეკრებები და საერთაშორისო ღონისძიებები რაგბში, გაიზარდოს დაინტერესება რაგბის მიმართ ახალგაზრდა თაობაში და მიღწეულ იქნეს უფრო მეტი წარმატება. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე და რაგბის კავშირის რეგიონული წარმომადგენლები.

Visited 192 times, 1 visit(s) today