ზურაბ სოტკილავა იყო ქართული ნიჭის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ელჩი მსოფლიოში

18/09/2017

საოპერო სცენას და მსოფლიოს მუსიკალურ საზოგადოებას დააკლდა ცნობილი ქართველი ტენორი, ბატონი ზურაბ სოტკილავა.
ზურაბ სოტკილავა იყო ქართული ნიჭის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ელჩი მსოფლიოში.
ვუსამძიმრებ ბატონი ზურაბის ოჯახს, მეგობრებს და ერთგულ თაყვანისმცემლებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0