ზურაბ ქადაგიძე იტალიაში ვიზიტის შედეგებს აჯამებს

09/08/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზურაბ ქადაგიძე იტალიაში ვიზიტის შედეგებს აჯამებს.
დეპუტატის განცხადებით, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ძირითადად ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებენ.
ზურაბ ქადაგიძემ სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მათ შორის, ყურძნის, ხორბლისა და მზესუმზირის გადამამუშავებელი საწარმოები პირადად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო წარმოების პროცესს.
დეპუტატის განცხადებით, იტალიელმა ბიზნესმენებმა საქართველოში შესაბამის სფეროში ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოთქვეს, რის საფუძველზეც შემოდგომაზე თბილისში იტალიური ბიზნესფორუმის ჩატარება დაიგეგმა.
მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ ოქტომბერში საქართველოში ჩამოსულ იტელიელ ინვესტორებს ზურაბ ქადაგიძე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრების დაგეგმვაში გაუწევს შუამდგომლობას.
საკრებუსლო წევრის თქმით, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების სურვილი იტალიელმა დეველოპერებმა და ტურისტულმა კომპანიებმაც გამოთქვეს, ვერონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა კი, ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს საკუთარი პროდუქციის წარმოდგენა შესთავაზეს, რომელიც ვერონაში ყოველ წელს იმართება.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზურაბ ქადაგიძემ იტალიის ქალაქების ასიზი, პერუჯა, ნეაპოლი, ბარი, ვერონა და ბოლონია თვითმმართველობების წარმომადგენლებთანაც გამართა შეხვედრები, სადაც მხარეებმა სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0