აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად მაღალმთიან აჭარაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. მთავრობის თავმდჯომარესთან ერთად ქედისა და შუახევის სოფლებში იმყოფებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები ხვიჩა შარაშიძე და გიორგი მანველიძე, აჭარის ჯანმრთელობის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე. ქედაში და შუახევში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
ზურა პატარაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
31/12/2017