თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილებს ახალი ჭაბურღილი ექნებათ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ 320 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება. მათთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალ ჭაბურღილებს გათხრის.
ინფორმაცია დევნილებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უფროსმა გიორგი კობერიძემ და დევნილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა მიაწოდეს.
ახალი ჭაბურღილის ექსპლუატაციაში შესვლამდე დევნილებისთვის სასმელი წყლის მიწოდება ცისტერნებიდან მოხდება, ასევე დაიქლორება არსებული წყალი და მას ტექნიკური საჭიროებისთვის გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, რომ წყლის დაბიძურების გამო ჩასახლებაში რამდენიმე დევნილი მოიწამლა.

Visited 204 times, 1 visit(s) today