თავდაცვის მინისტრი ბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპულთა პანაშვიდს დაესწრო

04/03/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ. ისინი აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 10 ქართველი გმირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრენ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილებმა, პოლკოვნიკებმა ომარ ბეგოიძემ და ნიკოლოზ აგლაძემ, და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებმა.
თინათინ ხიდაშელმა და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს. ქართველი მებრძოლები ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან იდენტიფიცირების შემდეგ გადმოასვენეს.
სამების საკათედრო ტაძრიდან დაღუპულთა ნეშტებს 5 მარტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე გადაასვენებენ და თანამებრძოლების გვერდით დაკრძალავენ. აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 10 მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0